სასტუმროს ოთახების მართვა,  ოთახის სტატუსის კონტროლი

სასტუმროს ნომრების მართვა, ნომრის ტიპების შექმნა, ოთახების ტევადობის შექმნა მიმაგრება ნომრის ტიპზე, სასტუმროს ნომრის აღწერილობის დამატება, ნომრების დანომრვა მართვა მახასიათებლების მიხედვით, ონლაინ დაჯავშნაზე გასატანი ნომრების მართვა პერიოდის მიხედვით, ლოკალურად (დესკი) ნომრების დაჯავშნის მართვა პერიოდების მიხედვით.

 

ნომრების დაჯავშნა, ჯავშანზე დამატებითი სასტუმროს ფასიანი სერვისების დარიცხვა

ოთახის დაჯავშნა პერიოდის მიხედვით, თავისუფალი და დაკავებული ნომრების კონტროლი, ჯავშანზე დღიური და ჯამური ფასდაკლების ფუნქცია, ჯავშნის ღირებულების ავტომატური კალკულაცია, ჯავშანზე სასტუმროში არსებული ფასიანი სერვისების მიმაგრება, კვების ტიპების მიმაგრება, ჯავშნის სტატუსებით მართვა, წინასწარი ჯავშანი,დასრულებული ჯავშანი და ა.შ ჯავშნის გაყოფა, ჯავშნის ნომრიდან ნომერში გადაყვანის ფუნქცია, ძველი და ახალი ფასის დატოვების ან ახლიდან გადათვლის ფუნქცია. ჯავშნის გაუქმების და წაშლის ფუნქცია კომენტარის დამატების ფუნქციით.

 

ფასების და ფასდაკლებების მართვა, სასტუმროს ფასიანი და უფასო სერვისების მართვა

ნომრებისთვის ფასების და ფასდაკლებების მართვა პერიოდების მიხედვით, ტევადობის მიხედვით ფასდაკლებების მართვა, განთავსების ღირებულების გადახდის მეთოდების მართვა ნომრების ტიპების მიხედვით.  გადახდის მეთოდების სხვადასხვა ტიპები მაგ: იხდი მოგვიანებით, გადაიხადე ახლავე, ღირებულების 20% გადახდა ჯავშნის განსახორციელებლად, ნომრის ერთი დღის საფასურის გადახდა ჯავშნის გასაკეთებლად.

 

 

ოთახების დალაგება, დახარჯული ჰიგიენური და მინი ბარისთვის განკუთვნილი პროდუქციის კონტროლი

ოთახების დალაგების მართვა, სტატუსების მიხედვით ოთახების ჩამონათვალის ბეჭდვა დიასახლისისთვის, ნომრებზე სახარჯი მასალების და მინი ბარის აღრიცხვიანობის მართვა. ოთახის სტატუსების (დასალაგებელია, დალაგებულია, გადასალაგებელია, რემოტზეა) მართვა.

 

ნომრის შეცვლა, ჯავშნის გაყოფა

ოთახის ცვლილება, სტუმრის ოთახიდან ოთახში გადაყვანის ფუნქცია, ჯავშნის გაყოფა პერიოდების არჩევის მიხედვით, განთავსების პერიოდის რედაქტირება შემოსვლა გასვლის მიხედვით, თანხის ავტომატური რედაქტირება პერიოდის ცვლილების მიხედვით.

 

 

კვების მართვა, მინი ბარი

კვების სხვადასხვა ტიპების დამატების ფუნქცია, ჯავშანზე სასურველი კვების ტიპის მიმაგრება, სამზარეულოსთვის ჯამური ინფორმაციის ამოღება თუ რამდენ ადამიანს ეკუთვნის მიმდინარე დღეს ორჯერადი კვება, სამჯერადი და ა.შ ნომერში არსებული მინი ბარის მართვა.