ნომრის ტიპების შექმნის შემდეგ ვქმნით ნომრების ტევადობას


ნომრების პარამეტრებში ვირჩევთ ღილაკს "ტევადობა" დასახელებაში ვწერთ შემდეგნაირად: 1 ადგილიანი, 2 ადგილიანი, 3 ადგილიანი და ა.შ იმის მიხედვით სასტუმროში რამდენ ადამიანზეა ნომერი გათვლილი.


ველში - ზრდასრულთა მაქს. რაოდენობა ვწერთ ციფრს თუ დასახელებაში დავწერეთ: 1 ადგილიანი ზრდასრულთა მაქს. რაოდენობაში უნდა ჩავწეროთ 1 ხოლო ბავშვების მაქს, რაოდენობაში ბავშვების ის რაოდენობა რამდენიც შეიძლება განთავსდეს 1 ადგილიან ნომერში.


თუ გვაქვს სასტუმროში ნომერი სადაც შესაძლებელია ორი ზრდასრულის და ორი ბავშვის განთავსება ქვემოთ მოყვანილ ველს ვავშებთ შემდეგნაირად:


დასახელება: 2 ადგილიანი
ზრდასრულთა მაქს. რაოდენობა: 2
ბავშვების მაქს. რაოდენობა: 2


სასტუმროს ტევადობის დამატების შემდეგ გადავდივართ მარცხენა მხარეს განთავსებულ სასტუმროს სერვისები-ს დამატების ბლოკში.

 

 

სისტემაში პირველი ეტაპი სასტუმროს მონაცემების შექმნის იწყება შენობის დამატებით, რომელიც აუცილებელია შემდგომ ნომრების დასამატებლად რადგან თითოეული ნომერი ეკუთვნის კონკრეტულ შენობას.

შენობას ვარქმევთ პირობით სახელს ჩვენის სურვილის მიხედვით, ვწერთ სართულების რაოდენობას შემდგომ ვაწვებით დამატების ღილაკს. შექმნილი მონაცემები გამოჩნდება ქვემოთ მოცემულ ცხრილში, სისტემა გვაძლევს შენობის რედაქტირების, დამალვის წაშლის შესაძლებლობას.

 


ნომრების პარამეტრებში ვირჩევთ ტაბს "არსებული ნომრები" სადაც განთავსებულია ჩვენს მიერ დამატებული ნომრები, ნომრის რედაქტირებისთვის, დამალვისთვის და წაშლისთვის ვიყენებთ შემდეგ ღილაკებს:


- დამალვა


- რედაქტირება


- წაშლა

 


შენობის დამატების შემდგომი ეტაპი წარმოადგენს სასტუმროს ნომრების ტიპების შექმნას

ნომრების პარამეტრებში ვირჩევთ ღილაკს "ნომრის ტიპები" ჩასაწერ ველებში ვწერთ ნომრის ტიპს მაგ:საოჯახო ნომერი, ეკონომ სტანდარტი, პენტჰაუსი და ა.შ.  ვაწვებით დამატების ღილაკს. 

ჩვენს მიერ დამატებული ინფორმაცია აისახება ქვემოთ მოცემულ ცხრილში, სისტემა გვაძლევს ნომრის ტიპების რედაქტირების საშუალებას (დამალვა, წაშლა, რედაქტირება).

ნომრის ტიპების შექმნის შემდეგ, ადმინისტრატორი ქმნის ნომრების ტევადობას.