ნომრის დაჯავშნა ხდება შემდეგნაირად:

- ვირჩევთ შენობას, თუ სასტუმროს ერთი შენობა აქვს ამ შემთხვევაში დეფაულტად მონიშნულია შენობა და უნდა ავირჩიოთ ოთახის ტიპი, ჯავშნების დაფაზე გამოვა თავისუფალი ნომრები ფასებით.

 

ჯავშნების დაფა:


 

 

- თავისუფალი ნომრების გამოტანა შესაძლებელია ასევე შესვლა გამოსვლის კალენდრის მეშვეობით, როდესაც ხდება ტელეფონით ნომრის დაჯავშნა მომდევნო თვის შემთხვევაში, ადმინისტრატორისთვის უფრო მოსახერხებელია ისარგებლოს შესვლა გამოსვლის კალენდრით სწრაფად რომ მოახდინოს იმ პერიოდზე ინფორმაციის გამოტანა ჯავშნების დაფაზე.



 

 

- როდესაც მოხდება განთავსების თარიღების შერჩევა შემდგომში ივსება სტუმრის მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით, ვირჩევთ ჯავშნის სტატუსს, ზრდასრული სტუმრების და ბავშვების რაოდენობას, იმ შემთხვევაში თუ სტუმარს უკეთებთ ყოველდღიურ % ფასდაკლებას ჩასაწერ ველში : ფასდაკლება p.d ვწერთ ფასდაკლების პროცენტს. თუ სტუმარს უკეთებთ ფიქსირებულ ფასდაკლებას ვწერთ იმ თანხის ოდენობას რომელიც გამოაკლდება განთავსების ჯამურ თანხას.

 

ვაწვებით ღილაკს აირჩიე სტუმარი სადაც გამოდის შემდეგი ფანჯარა:




ვწერთ სტუმრის სახელს და გვარს, თუ სტუმარი უკვე რეგისტრირებულია სისტემაში ავტომატურად ივსება ქვემოთ მოცემული ველები, თუ არ მოიძებნა ხდება მისი დამატება მოცემულ ფანჯარაში, სტუმარი იყოფა სამ კატეგორიად ფიზიკური პირი, კომპანია, ტურ ოპერატორი, ერთმანეთისგან განსხვავდებიან აუცილებლად შესავსები ველებით.

 სტუმრის დამატების შემდეგ ვაგრძელებთ ველების შევსებას, ნომერს ვამაგრებთ პასუხისმგებელ პირს, ვწერთ ნომერში განთავსებული სტუმრების სიას თუ ეს აუცილებელია, საჭიროების შემთხვევაში ვახდენთ სასტუმროს უფასო ან ფასიანი სერვისების დაამტებას, ვამაგრებთ კვებას დავაწვებით ღილაკს დაჯავშნა.



 

შესვლა, გამოსვლა - სტუმრის განთავსებისთვის სასურველი პერიოდის არჩევა


ოთახი - ოთახის ნომრის არჩევა


სტატუსი - ჯავშნის სტატუსების არჩევა (განმარტება იხილეთ ჯავშნების სტატუსების განმარტება-ში)


ზრდასრული, ბავშვები - სტუმრის განთავსების დროს ვირჩევთ რაოდენობას ნომერში რამდენი ზრდასრული და ბავშვების რაოდენობას.


ფასდაკლება p.d - ფასადაკლება % რომელიც მოქმედებს თითოეულ დღეზე


ფიქს. ფასადაკლება - ფიქსირებული ფასდაკლება რომელიც აკლდება განთავსების ღირებულების მთლიან ჯამს


სტუმარი-ხდება სტუმრის (ფიზიკური პირი, კომპანიის და ტურ ოპერატორი -მონიშვნა ხდება იმ შემთხვევაში თუ განთავსების ღირებულებას იხდის ტუროპერატორი ან კომპანია) მიმაგრება შერჩეულ ნომერზე. თუ სტუმარი რეგისტრირებულია საძიებო ველში სახელი და გვარის ჩაწერის შემდეგ სისტემა ავტომატურად ამაგრებს შესავსებ ფორმას სტუმრის მონაცემებს, თუ არ არის რეგისტრირებული სისტემაში ხდება მისის დამატება აღნიშნული გრაფის მეშვეობით.

 

 

 

პასუხისმგებელი სტუმარი - პასუხისმგებელი პირი ნომერზე განთავსების ღირებულების გადახდაზე

სტუმრები- ნომერში განთავსებული სტუმრების სახელი გვარები

სერვისები- სასტუმროს ფასიანი სერვისების დამატება


განთავსებულია ყველა სტუმარის მონაცემები, რომელ ოთახშია განთავსებული, როდის განთავსდა და როდის არის განთავსების დასრულების დღე. ჯავშნის სტატუსი, დავალიანება და ინვოისის ავტომატური გაგზავნის სისტემა.


Invoice A - მონიშვნის შემთხვევაში სტუმარს ეგზავნება მხოლოდ განთავსების ინვოისი


Invoicce S -მონიშვნის შემთხვევაში სტუმარს ეგზავნება მხოლოდ სასტუმროს ფასიანი სერვისების ინვოისი


ორივეს მონიშვნის შემთხვევაში სტუმარს ეგზავნება გაერთიანებული ინვოისი

 

 

 

ცალკე ფილტრად არის გაკეთებული : დღეს შემოდიან დღეს გადიან, რადგან ადმინისტრატორმა მარტივად ნახოს ჯავშნების დაფაზე შემომსვლელი და გამსვლელი სტუმრების მონაცემები

ჯავშნების მენეჯმენტში არსებული ფილტრები საშუალებას გვაძლევს მოვძებნოთ ჩვენთვის სასურველ პერიოდში თავისუფალი ან დაკავებული ნომრები, ოთახის ტიპები.


ჯავშნების დაფაზე ორჯერ ვაწვებით სტუმრის სახელს და გვარს, რის მეშვეობითაც შევდივართ ჯავშნის დეტალურ აღწერაში რაც გვაძლევს საშუალებას დავარედაქტიროთ ჯავშანი.